ეკა ბესელია - კობახიძის  ჯგუფს ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის

კობახიძის ჯგუფს ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. დეპუტატის თქმით „ქართულ ოცნებაში“ პერმანენტულად ტრენინგები წარსულშიც ტარდებოდა. თუმცა თავად მას არ გაუვლია.

„ტრენინგებმა შეიძლება უშველოს ახალ თაობას, მათ ვინც უნდა გაიზარდოს და ვისაც აქვს ინტერესი იყოს „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს არიან პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“, განსაკუთრებით კობახიძის ჯგუფს, მათ ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის. ყველას არ ვგულისხმობ უმრავლესობიდან, რა თქმა უნდა, იქაც არიან ღირსეული ადამიანები. პოლიტიკას ტრენინგებით ვერ სწავლობენ. პერიოდულად იყო ასეთი ტრენინგები სხვადასხვა სპეციალისტები ატარებდნენ თუმცა მე არ გამივლია, ისეთი პოლიტიკური გაკვეთილები მაქვს მიღებული, მე ნამდვილად აღარ მინდა ასეთი ტრენინგები“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით ტრენინგების ჩატარება პარტიისთვის ნორმალური პროცესია თუმცა დღეს „ქართული ოცნების“ ირგვლივ მიმდინარე ყველა პროცესი გაშარჟებულია.

„ზოგადად, ეს არ არის ცუდი, როდესაც პარტია ნორმალურად უნდა განვითარდეს. თუმცა ახლა ყველაფერმა კომიკური სახე მიიღო, ყველაფერი გაშარჟებულია, იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაღმასვლის პროცესი დაიწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და უკვე იმდენად ნეგატიური განწყობის მატარებელია ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ, განსაკუთრებით საკვანძო და სტრატეგიულ საკითხებზე. აი, რატომ უნდა იყოს საქილიკო ისეთი უწყინარი საკითხი, როგორიც ტრენინგებია ?!- მაგრამ გახდა. წითელსა და მწვანეს რომ ვერ განასხვავებ და მესიჯებს შეცდომით გაუგზავნი მათ, ვის წინააღმდეგაც ამზადებ მესიჯ ბოექსებს, პროექტი ჩაგივარდება, ვერ ხვდები, რას უნდა მისცე ხმა, სისულელებს ჩადიხარ...ეს არც ერთი არ არის ტექნიკური შეცდომა. ეს არის ის ქაოტური, არაორგანიზებული, არასწორი მართვის გამოხატულება ღია სივრცეში, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი“, - განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო