ნათია მეზვრიშვილი გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესში ძალოვანების ჩარევას ეხებოდა.

„მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუ ბატონ გედევანს აქვს, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიაწოდოს, იმიტომ, რომ ერთადერთი რასაც სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებენ, არის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, ეს გავაკეთეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ასე მოვიქცევით ამ არჩევნებზეც.

ერთადერთი, რასაც პოლიცია არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს, არის ის, რომ იცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დროს, უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. ასე მოვიქცევით 19 მაისსაც არჩევნებზე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა