ვანო მერაბიშვილს  ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით 14 მაისს  „მატროსოვის“ ციხეში  გამოკითხავენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს პროკურატურის გამომძიებლები ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით 14 მაისს, 13:00 საათზე, „მატროსოვის“ ციხეში გამოკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ჩივიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გამოძიებამ ამ საქმეზე საერთოდ არაფერი გააკეთა, უფრო მეტიც, საქმე შეწყიტა და გამოძიება მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ განახლდა.

ვანო მერაბიშვილმა სახელი და გვარი მიუთითა, თუ ვინ გაიყვანა ის ციხიდან და ვინ ახორციელებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას. პროკურატურა ცდილობს, არ დასაჯონ დამნაშავეები, რადგან საკუთარ თავს ვერ დაიჭერენ. ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვინც უშუალოდ ახორციელებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას. ის, თუ კონკრეტულად ვინ მოკიდა ხელი ვანო მერაბიშვილს და ვინ მიიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე, თავის დროზე მერაბიშვილმა თქვა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია, მაგრამ უხერხულია კითხვები: - “ამიღწერე, როგორი თვალის ჭრილი ჰქონდა“. თუკი პროკურატურას სურს, ამით გამოძვრეს იმ შარიდან, რომელშიც დღეს ხელისუფლება არის, ეს არ გამოუვათ, რადგან პირდაპირ ვასახელებთ სახელსა და გვარს, ვინ რას სთხოვდა ვანო მერაბიშვილს, ვისი დავალებით მოხდა მისი გაყვანა, მერე როგორ იფარცხებოდა საქმე, როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები, ვიდეო-კამერის ჩანაწერები - კონკრეტულად კი, სოზარ სუბარმა. ამ დანაშაულში მონაწილეობდა ხელისუფლების უამრავი თანამდებობის პირი. ეს დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ჩივიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილი დაზარლებულად არ არის ცნობილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს