დავით უსუფაშვილი შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

„დღეს, შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მე მოსახლეობას ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არაა სწორი პარლამენტში, შალვას პარლამენტიდან გამოშვებაა არასწორი, მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა, ის სჭირდება ქვეყანას და პარლამენტს. სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ, რომ მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პრაქტიკულად იდეალური პარლამენტის წევრის სახეს. მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები. დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით, რომლებიც მოტივირებულები არიან საქმეზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს მხარი დავით უსაფაშვილმაც დაუჭირა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა