ფედერიკა მოგერინი - მაიკ პომპეომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებისგან ნათლად მოისმინა, რომ ჩვენ ახლა დელიკატურ და მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ევროკომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ლიდერებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე და თეირანის მხრიდან ბოლოდროინდელ განცხადებებზე ისაუბრეს. როგორც მოგერინიმ პომპეოს უთხრა, მაქსიმალური თავშეკავებაა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ესკალაცია ირანთან.

„მაიკ პომპეომ ჩვენგან - არა მხოლოდ ჩემგან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მინისტრებისგან ნათლად მოისმინა, რომ ჩვენ ახლა დელიკატურ და მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, სადაც ყველაზე რელევანტური დამოკიდებულების გამოჩენაა საჭირო, ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციის გამოჩენა და ჩვენ გვჯერა, რომ მაქსიმალურ თავშეკავებას გამოვიჩენთ და თავიდან ავიცილებთ სამხედრო სახის ესკალაციას“ , - განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ-ის შორის ვითარება დაძაბულია. დონალდ ტრამპმა 2015 წელს თეირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყვიტა. მას შემდეგ ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა, ცოტა ხნის წინ კი რეგიონში ავიამზიდების და ბომბდამშენების განთავსება გადაწყვიტა, ამის მიზეზად კი ირანიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელა.

იხილეთ ვიდეო: ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანის საკითხზე იმსჯელეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა