ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ ასეულობით მილიონ ლარს, რომელიც სიღარიბის დაძლევას უნდა ხმარდებოდეს, საკუთარ პარტიულ აქტივისტებს ურიგებს

„ქართული ოცნების" ბიუროკრატია არის დამნაშავე იმაში, რომ დღეს საბიუჯეტო თანხები იფლანგება და ეს თანხები არ ხმარდება ადამიანებისთვის მნიშვნელოვან სოციალური და ეკონომიკური პრობლების მოგვარებას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“ ასეულობით მილიონ ლარს, რომელიც ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის დაძლევას უნდა ხმარდებოდეს, საკუთარ პარტიულ აქტივისტებს ურიგებს.

„2018 წელს „ქართული ოცნების" მიერ ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასები დაახლოებით ერთი მილიარდ ასი მილიონი ლარით მეტია, ვიდრე ხელისუფლება იხდიდა 2012 წელს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან იფლანგება „ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტების შესანახად არარსებულ ორგანიზაციებში, უმოქმედო ა(ა)იპ-ებში, თვითმმართველობებში, მაშინ, როცა ეს ფული უნდა ხმარდებოდეს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, სიღარიბის დაძლევას. როდესაც ჩნდება შეკითხვა, რატომ ვერ იზრდება დღეს პენსია, „ევროპული საქართველოს" შეთავაზების შესაბამისად 50 ლარით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 450 მილიონი ლარი სჭირდება წელიწადში, რატომ ვერ ეზრდებათ დევნილებს შემწეობა 15 ლარით, რომელსაც 75 მილიონი ლარი სჭირდება, რატომ ვერ მცირდება გადასახადები, მაგალითად, ნავთობპროდუქტების აქციზის, იმისათვის, რომ ბენზინის ფასი გაიაფდეს, რომელსაც დაახლოებით 120 მილიონი ლარი სჭირდება. ჩვენ მუდმივად ვისმენთ „ქართული ოცნებისგან" რომ ამის საკმარისი თანხები არ გააჩნიათ, თუმცა ცალსახად და თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მათ ნაპოვნი აქვთ ზრდა, მინიმუმ 350-400 მილიონიანი ფონდი, რომელსაც ბიუჯეტიდან ახმარენ საკუთარი პარტიული აქტივისტების და ნეპოტისტური ნიშნით შერჩეული ადამიანების დასაქმებას, მათ ხელფასებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ ამოცანებს ასრულებენ.

საინტერესოა, რომ რეალურად სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილის, პოლიციისა და ჯარის ხელფასები ეკონომიკასთან, მშპ-სთან შედარებით ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირებულია, 2.5 %-დან 1,9%-მდე, მაშინ, როდესაც დანარჩენი ბიუროკრატიის შრომის ანაზღაურების ფონდი მშპ--სთან მიმართებითაც კი მნიშვნელოვნად გაზრდილია“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, დღემდე ფინანსთა სამინისტროსგან სრულად არ აქვთ მიწოდებული ინფორმაცია, რამდენია შრომის ანაზღაურების ჯამური ფონდი თვითმმართველობების ა(ა)იპ-ებში, რამდენია სახელმწიფო და თვითთმართველობების სსიპებსა და ა(ა)-იპებში შტატგარეშე დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურების ფონდი; ზოგადად, რამდენი ადამიანია აყვანილი შრომითი ხელშეკრულებით შტატგარეშე.

„სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ის მავნებლობა, რომელიც ქვეყანაში სიღარიბეს ზრდის, აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ, შემდგომ მათი მხრიდან გაოცებული სახეებით შეკითხვა, რომ რა შუაში ვართ ჩვენ, როცა პრობლემებია გარშემო მსოფლიოშიო, აბსოლუტურად არაგულწრფელია და უადგილოა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო