ვახტანგ შაქარიშვილი - დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული

დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა, თბილისის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამებთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღევანდელი საკითხი ეხება თბილისის მუნიციპალიტეტის გარე რეკლამის სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენ ჯერ კიდევ 1 წლის წინ დავიწყეთ საკითხის მოკვლევა და რატომაც დავინტერესდით, ეს იყო უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. დღეს გარე რეკლამის კონსტრუქციები ქალაქში განთავსებულია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით, იქნება ეს უსაფრთხოება, იერსახე თუ სხვა ქალაქგეგმარებითი პრინციპები. საკითხის დეტალური შესწავლისას, გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს გარკვეული გარიგების და კორუფციის ნიშნებს. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა სათავეს იღებს, 2009 წლიდან, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ერთგვერდიანი ხელშეკრულების საფუძველზე ფიქტიურად ორ კომპანიას, ხოლო ფაქტობრივად ერთ კომპანიას გადაეცა თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებამოსილება", - განაცხადა შაქარიშვილმა.

მისი თქმით, მონოპოლიურმა მდგომარეობამ პრობლემები შეუქმნა როგორც ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესჯგუფებს, ისე მუნიციპალიტეტს.

„2014-2015 წლიდან, გარე რეკლამის განთავსებაზე დგება ახალი რეალობა, როდესაც „ვისოლ ჯგუფი" ყიდულობს კომპანია „ალმას". ალმას ხელში კი აღმოჩნდა გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებამოსილება და ამასთან ერთად, მთლიანი ბიზნესის დაახლოებით 80%. ამ მონოპოლიურმა მდგომარეობამ პრობლემები შეუქმნა როგორც ამ სფეროში მოღვაწე სხვა ბიზნესჯგუფებს და საშუალო და მცირე ბიზნესს, ისე მუნიციპალიტეტს. გამომდინარე აქედან, ჩვენი ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და შედგა რამდენიმე შეხვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურების მონაწილეობით. გარკვეულ პერიოდში, თითქოს მოხდა გარკვეულ გეგმაზე შეთანხმება, რაც აისახა ჩვენს მიერ ოფიციალურად გაგზავნილ წერილში, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა და სამწუხაროდ წერილზე პასუხიც კი არ მიმიღია", - განაცხადა შაქარიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხით უნდა დაინტერესდეს როგორც თბილისის მერია, ისე კონკურენციის სააგენტო და სამართალდამცავი ორგანოები.

იხილეთ ვიდეო

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა