სერგო რატიანი - დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების დაახლოებით 10%-ს შეეხება

განათლების მინისტრმა დააანონსა პედაგოგებისთვის დანამატის ზრდა, რაც არსებულ სიტუაციაში კითხვის ნიშნებს აჩენს და საეჭვოს ხდის აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 მაისს კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს.

„რამდენიმე წელია ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ახალი მთავრობის ყველა წარდგენის დროს, მოვუწოდებ მთავრობის შემადგენლობას, დაინტერესდნენ განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემით. სტატუსის მქონე პედაგოგების ანაზღაურების მოქმედი წესი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებას, რითაც, ფაქტობრივად, სტატუსიან პედაგოგებს სახელმწიფო ართმევს კუთვნილი ხელფასის დანამატს. პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა წლებია ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს საკითხს, რომელიც 26000-მდე პედაგოგისთვის აღადგენს სამართლიანობას - მიეცეთ კუთვნილი ანაზღაურება.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მასწავლებელთა სახელფასო მატება, თუკი ასეთი საერთოდ განხორციელდა: კვლავ არ გულისხმობს კვალიფიციური პედაგოგების 77%-ისთვის კუთვნილი სახელფასო დანამატის გაცემას ან/და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობის გამო, რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ხელფასის მატება ფორმალური ხასიათის იქნება, რაც გავლენას ვერ მოახდენს პედაგოგთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ნეგატიურად აისახება როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო