"სინერჯი კაპიტალმა“  პედიატრიული ქირურგიის ცენტრთან პარტნიორთა შეთანხმება გააფორმა

იხსნება ახალი კონცეფციის პედიატრიული ქირურგიის ცენტრი, რომელიც აერთიანებს მშობლისა და ბავშვის მოთხოვნებს, შესაბამისად, მკურნალობისა და მომსახურების უმაღლეს ხარისხს და კომფორტს. პედიატრიული ქირურგიის ცენტრის გახსნა ივლისში, დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N36-ში იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სინერჯი კაპიტალიდან“ აცნობეს, საქართველოში მსგავსი კონცეფციის ბავშვთა კლინიკა ამ ეტაპზე არ არსებობს. ქვეყნიდან გაუსვლელად მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ბავშვებს, 3 – 15 წლის ჩათვლით, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების, ქირურგიული მომსახურება ისეთ კლინიკაში, სადაც დახვდებათ სასიამოვნო გარემო და სასტუმრო ტიპის კომფორტი. კლინიკაში ძირითადი მიმართულებები იქნება: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, უროლოგია და ოტორინოლარინგოლოგია.

ცენტრის დამფუძნებლის, გია ჩიქოვანის განცხადებით, პარტნიორობის მოტივაცია პირველ რიგში სინერჯიში არსებულ კვალიფიცირებულ და სანდო გუნდთან თანამშრომლობა გახდა. ეს პარტნიორობა კლინიკას დაეხმარება ხარისხიანი და სანდო მომსახურება გახადოს ხელმისაწვდომი უფრო მეტი მომხმარებლისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო