ირაკლი კობახიძე  რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მომოიხილეს და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასა და დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე. ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიაღწია.

მათივე ცნობით, მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო გეგმები და პერსპექტივები მიმოიხილეს, ასევე, იმსჯელეს იმ მოლოდინებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით აქვს.

„საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აღნიშნული ფორმატის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კონტექსტში , ყურადღება ეკონომიკის განვითარებაზე გაამახვილეს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, გააქტიურდეს ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტები. ასევე, ხაზი გაესვა განათლების სფეროს განვითარებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.

დირკ ვიზეს განცხადებით, ჩვენი ქვეყანა გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე შეფასებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა. ბუნდესტაგის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ცნობადობა და პოპულარობა გერმანიაში მნიშვნელოვნად გაზარდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ, სადაც, მისივე თქმით, ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად წარადგინა თავი“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა