The New York Times - აშშ-მა, შესაძლოა, 120 ათასი სამხედრო ახლო აღმოსავლეთში განათავსოს

თეთრი სახლი სამხედრო გეგმას განიხილავს, რაც 120 ათასი სამხედრო მოსამსახურის ახლო აღმოსავლეთში შესაძლო განთავსებას ითვალისწინებს, თუკი ირანი ამერიკულ ძალებზე შეტავას განახორციელებს, ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს. The New York Times პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მთავარ თანაშემწეებთან შეხვედრაზე სათანადო გეგმები წარადგინა. ინფორმაციის თანახმად, გეგმები ირანში შეჭრის შესახებ მოწოდებას არ ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ვაშინგტონმა სპარსეთის ყურეში რაკეტმზიდისა და ბომბდამშენების ოპერატიული ჯგუფის გაგზავნის შესახებ განაცხადა, რათა წინ აღუდგეს ირანისგან წამოსულ მუქარის აშკარა ნიშნებს. თეირანის განცხადებით, ამერიკა ფსიქოლოგიურ ომში მონაწილეობს.

ირანმა ბირთვული შეთანხმების ზოგიერთი მუხლის შესრულებაზე უარის შესახებ განაცხადა და ბირთვული საქმიანობის გაძლიერებით დაიმუქრა, თუკი ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ირანს ამერიკის სანქციებისგან არ დაიცავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს