მაღალმთიანი სოფლების სკოლა-პანსიონები და მათი პრობლემები - ვინ ეხმარება პანსიონის მოსწავლეებს

უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა განათლების მინისტრმა მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. თუმცა მაღალმთიან რეგიონებში განათლების მიღება საკმაოდ რთულია და სკოლების სიმცირის გამო ხშირად ბავშვებს სკოლა-პანსიონებში უწევთ სწავლა და ცხოვრება. ცოტა ხნის წინ რამდენიმე მაღალმთიანი სოფლის, მათ შორის, ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარა, რის შედეგადაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

ამ ეტაპზე ბარისახოს სკოლა-პანსიონში 51 ბავშვი სწავლობს, მათგან 9 კი პანსიონში ცხოვრობს. სკოლის დირექტორის ლელა არაბულის განმარტებით, პანსიონში ბავშვები 4 სოფლიდან დადიან. სოფლები რამდენიმე კილომეტრით არის დაცილებული სასწავლებლიდან. მისივე თქმით, ბავშვებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ დაგეგმილი, რომელთა განხორციელება სახელმწიფოს დახმარებით იგეგმება. თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერაც.

„ჩვენი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) გვთავაზობს. ჩვენთან უკვე მესამედ იყვნენ ჩამოსულები კომპანიის წარმომადგენლები, ბავშვებს ესაუბრნენ, მათი ინტერესებისა და სურვილების შესახებ გამოკითხეს და საჩუქრად სწორედ ის ჩამოუტანეს, რაც მათ უნდოდათ, სჭირდებოდათ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზქურა, ტელევიზორი და კომპიუტერები, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ჩვენმა ბავშვებმა უკეთესად იგძნონ თავი, უკეთესად ისწავლონ და მეტი გაიგონ და ნახონ. ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ მათ თვალსაწიერი გავუფართოვოთ და მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ. მაღალი კლასის მოსწავლეებმა კი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება უკეთესად შეძლონ. ჩვენი ბავშვები ასეთი ყურადღებითა და საჩუქრებით განებივრებულები ნამდვილად არ არიან,“ - აცხადებს ლელა არაბული.

ამ ეტაპზე სკოლაში 2 სამკითხველო დარბაზია, თუმცა ახალი ტექნიკითა და წიგნებით, რომელიც სკოლას GIG-იმ გადასცა, შეიქმნება სივრცე, რომელიც იქნება თავისუფალი ტიპის ბიბლიოთეკა, არასაგაკვეთილო სივრცე, სადაც პანსიონის მოსწავლეებისთვის მოეწყობა ფილმების ჩვენება, გაიმართება დისკუსიები და ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა გაეზრდებათ.

„მსგავსი დახმარებით ჩვენ შევძლებთ, ბავშვები არა მხოლოდ უმაღლესი განათლების მისაღებად უკეთესად მოვამზადოთ, არამედ მათ სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მივცეთ, რაც, ზოგადად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“- დაამატა სკოლის დირექტორმა.

GIG-ის წარმომადგენლები ბარისახოს სკოლის პარალელურად, მაღაროსკარის სკოლა-პანსიონსაც ესტუმრნენ და საჩუქრები ჩაუტანეს. როგორც GIG-ში განმარტავენ, დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია მსგავსი საქველმოქმედო პროექტები.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო