კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" არამოსამართლე წევრის ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. როგორც კოალიციის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევით დაირღვა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა, ვინაიდან ორგანიზაციას, რომელმაც ხარებავას კანდიდატურა წარადგინა, არ აკმაყოფილებდა კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

„დღეს ეს განცხადება პრინციპულად განსხვავებულია და არ უკავშირდება პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრის მხრიდან უფლებამოსილების ჯეროვნად ან არაჯეროვნად შესრულებას. ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ კანონდარღვევაზე, სადაც ნათლად წერია, რომ ორგანიზაციას, რომელიც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს წარადგენს, მას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ორწლიანი გამოცდილება სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში. ორგანიზაციას, რომელმაც ზაზა ხარებავა წარადგინა, ასეთი გამოცდილება არ ჰქონდა. ეს იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია "აფხაზეთი". შესაბამისად, პარლამენტი ვალდებული იყო, თავის დროზევე გამოერკვია ეს საკითხი, თუმცა რატომღაც ამას სათანადო დრო და ყურადღება არ დაეთმო. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს კანონდარღვევა უნდა გასწორდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზა ხარებავას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. აქ ბევრი სამსჯელო და სადისკუსიო არაფერი არ არის. თუ პარლამენტში ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის კანონში ფორმალური ჩანაწერი, ძალიან ცდება. ყველა ჩანაწერი, რომელიც კანონში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით არის, მნიშვნელოვანია,"- განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს და რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარებავას უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს