„ოსკაროსანი" მსახიობი ჯარედ ლეტო, Thirty Seconds to Mars-თან ერთად „ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს

13 აგ­ვის­ტოს, „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში, „ბლექ სი არე­ნა“ ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ვარ­სკვლავს - ჯარედ ლეტოს, Thirty Seconds to Mars-თან ერთად უმას­პინ­ძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს, „ოს­კა­რო­სა­ნი“ ჯა­რედ ლეტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რო­გორც არა მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ მუ­სი­კო­სიც. ის ძმას­თან ერ­თად ამე­რი­კუ­ლი როკ-ბენ­დის, Thirty Seconds to Mars დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ჯგუ­ფის ის­ტო­რია 1998 წლი­დან იწყე­ბა, ხოლო მისი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა 2005 წელს უკავ­შირ­დე­ბა.

„Thirty Seconds to Mars ამე­რი­კუ­ლი როკპ­რო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 1998 წელს ძმებ­მა ჯა­რედ და შე­ნონ ლე­ტო­ებ­მა (Jared Leto, Shannon Leto) შექ­მნეს. ბენ­დს პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა 2005 წელს გა­მო­სულ­მა ალ­ბომ­მა A Beautiful Lie მო­უ­ტა­ნა ჰი­ტე­ბით: Attack ,The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie.

კრი­ტი­კო­სე­ბის და მსმენ­ლის მხრი­დან ალ­ბო­მის აღი­ა­რე­ბამ ჯგუ­ფის პო­პუ­ლა­რო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და, რის შემ­დე­გაც ამე­რი­კულ­მა რო­კბენდმა კი­დევ 3 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ალ­ბო­მი გა­მოს­ცა, რომ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად Thirty Seconds to Mars მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დიდ ფეს­ტი­ვალ­სა და სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე­ში გა­მოს­ვლებს გა­ნაგ­რძობ­და.

2013 წელს, ალ­ბო­მის Love, Lust, Faith and Dreams შემ­დეგ, ბენდმა 5-წლი­ა­ნი პა­უ­ზა აიღო, რა­საც მოყ­ვა არტპოპ და ელექტრო­ნულ ჟღე­რა­დო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ალ­ბო­მი America. სწო­რედ ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მო­ცე­მის შემ­დგომ შედ­გა ჯგუ­ფის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ტურ­ნე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც Thirty Seconds to Mars სა­ქარ­თვე­ლო­საც ეწ­ვე­ვა.

ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თე­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­სა და ენერ­გი­უ­ლი ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, Thirty Seconds to Mars თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი სივ­რცის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო