სერგი კაპანაძე - კადრები გავრცელდა თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციას, მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა იყოს, რაიმე რეაგირება რომ მოხდეს?

კადრები გავრცელდა თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა იყოს რომ რაიმე რეაგირება მოხდეს? ძალიან მძიმე მდგომარეობაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ბოლო დღეებში ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დეპუტატი უმრავლესობას მოუწოდებს გააცნობიერონ, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდი ნამდვილად არ არის.

„აქ საუბრობდნენ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა მოხდეს, რომ რაიმე რეაგირება მოხდეს ამაზე? ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდში ამბობს, რომ მწვანე შუქია მიღებული ყველანაირი ძალადობის გამოყენებაზე, ამაზეც არანაირი რეაგირება არ არის და არც იქნება. ასევე ყველამ ვიცით, როგორც იყენებენ კრიმინალურ სამყაროს ე.წ. მაყურებელებს, მათ შორის, წინასაარჩევნოდ. იგივე ხდება ჭიათურაშიც. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ნამდვილად არ არის მშვიდი გარემო და სამწუხაროა, რომ ასეთი იგნორირება ხდება ამ პრობლემების“,- განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ და ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო