პრეზიდენტის პრესსპიკერი - ვიზალიბერალიზაცია არ უნდა შეფერხდეს

ვიზალიბერალიზაცია არ უნდა შეფერხდეს და პარალელურად მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ და დავეხმაროთ, ჩვენს მოქალაქეებს ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესი ისე გაგრძელდეს, როგორც დაგეგმილი იყო.

"რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანია რომ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, პრობლემები არ შეექმნას და პროცესი გაგრძელდეს ისე, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი. პარალელურ რეჟიმში, იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან. ასევე ინტენსიური მუშაობა მიდის ისრაელთანაც", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა