გამომძიებლის განცხადებით, მერაბიშვილმა აქამდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც, მისივე განმარტებით, საკნიდან გაიყვანეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმის გამომძიებლის თამუნა ვახანიას განცხადებით, მერაბიშვილმა აქამდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც მერაბიშვილის განმარტებით, ის საკნიდან გაიყვანეს.

„დღეს კიდევ ერთხელ გამოიკითხება მერაბიშვილი, რათა დადგინდეს შეუძლია თუ არა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც, მისი განმარტებით, მოახდინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაყვანა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ივანე მერაბიშვილმა უკვე ორჯერ მისცა მსგავსი ჩვენება. კერძოდ, 2014 წელს, ანუ 5 წლის წინ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ასევე, მეორედ, 2016 წელს იგი მოწმის სახით გამოიკითხა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ამოცნობის ჩატარება გახდა შეუძლებელი, ვინაიდან ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები, ასევე გვარეობითი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების დასახელება, რომელიც მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, აუცილებელია დასახელდეს, რათა შემდეგში განხორციელდეს და ჩატარდეს ამოცნობა. დღეის მდგომარეობით, სწორედ ამ მიზნით ტარდება გამოკითხვა, ივანე მერაბიშვილი შეძლებს თუ არა აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირებას და შემდეგში გახდება თუ არა შესაძლებელი ამოცნობის ჩატარება", - განაცხადა ვახანიამ.

ამასთან, შს ყოფილი მინისტრის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც მოკიდა ხელი და საკნიდან გაიყვანა.

„ვიმეორებ, სახელი და გვარები გვაქვს ადამიანების მითითებული, მაშინდელი ციხის უფროსის, მისი მოადგილის. მერაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ იმ ადამიანების ამოცნობაც შეუძლია, ვინც მანქანაში ჩასვა და ვინც მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ პროკურატურას ამოცნობა არ ჩაუტარებია", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო