არჩილ თალაკვაძე - როცა ჩვენ სიღარიბის დაძლევაზე ვსაუბრობთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფულს სთხოვს ემიგრანტებს, მაიამიში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული

ამ მომენტში, როდესაც ჩვენ დემოკრატიაზე, ეკონომიკასა და სიღარიბის დაძლევაზე ვსაუბრობთ, მიხეილ სააკაშვილი მაიამიში, ფლორიდაში ეძებს ბინას და ფულს სთხოვს ემიგრანტებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამით თალაკვაძე გამოეხმაურა მიუნხენში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხალხს ფულს იმისთვის სთხოვს, რომ მაიამიში სახლი შეიძინოს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება რეალობის დამახინჯებას.

„მინდა, გამოვეხმაურო 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიუნხენიდან. საერთოდ არ იქნებოდა ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსი, რომ არა ერთი გარემოება. ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსების და ბილეთების ფულს, ადამიანი, რომელიც საქართველოში საზოგადოებას ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიანი შემოწირულობების გაკეთებას, სინამდვილეში, საზოგადოებამ ნახა, რომ მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული. აი, ეს არის ვითომ შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი. ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ეკონომიკასა და სიღარიბის დაძლევაზე, ეს ადამიანი მაიამიში ფლორიდაში ეძებს ბინას. აი, ეს არის თქვენი სახე და არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დამეტოვებინა.

ასევე, მინდა მედიას პირდაპირ მივმართო: რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერეა თბილისი, სასათბურე კორპორაციები და ა.შ. ღიად გთავაზობთ, გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა გააკეთეს, სინამდვილეში რა არის სიმართლე. ეს ხალხი არ ერიდება რეალობის დაამხინჯებას, რეალობის გადაფუთვას და თავიანთი ცოდვების შესახებ სხვას ესაუბრებიან. ეტყობა, ამითი განტვირთვას ახდენენ, მაგრამ მე გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ, თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო