გიორგი გახარია სანდრა რულოვსთან დაკავშირებით ზუგდიდში ინციდენტზე - ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული - არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე

ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წევრებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და შსს-სთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი.

„წინა არჩევნები შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს