ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ოცნების“ მიერ დაანონსებული ნებისმიერი ინიციატივა გულისხმობს არა რეალურ შეღავათს, არამედ მხოლოდ ლოზუნგებს

კოლეგებო, ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა დღეს რიცხვებით და ეს კარგად გამოჩნდება თუ ვნახავთ რეალურად რას გულისხმობს მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს ირაკლი აბესაძემ დეტალურად გააცნო საზოგადოებას, თუ როგორ იფლანგება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხის ფული და გადასახადებიდან აკრეფილი თანხები „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივზე. ჭიაბერაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მუნიციპალიტეტებში შექმნილ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში.

ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ფინანსთა სამინისტრო და პირადად მინისტრი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მალავს, თუმცა „ეროპულმა საქართველო“ შეძლო და გაასაჯარობა, რომ 6 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარი არის გაფლანგული.

„თუ პროცენტულად მთლიან შიდა პროდუქტთან ავიღებთ და სწორედ ამ რიცხვებით მანიპულირებს ხოლმე ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი, ჩვენ ვნახავთ, რომ პროცენტულად მნიშვნელოვანი კლებაა ჯარისა და პოლიციის ანაზღაურებაში, ხოლო მასწავლებლებს უმნიშვნელო ზრდა აქვთ. კოლეგებო, ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა დღეს რიცხვებით და ეს კარგად გამოჩნდება თუ ვნახავთ რეალურად რას გულისხმობს მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა, რითაც აქ მარიამ ჯაში გამოდიოდა. სინამდილეში, ხელფასების ზრდა ეკუთვნის 26 ათას მასწავლებელს, მაშინ, როდესაც დაანონსებული ხელფასების ზრდა ეხება მხოლოდ 5 869 პედაგოგს. ანუ, პედაგოგთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 10 %-ს. „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ნებისმიერი ინიციატივა გულისხმობს არა რეალურ შეღავათს, იქნება ეს ჯარი, პოლიცია, მასწავლებლები, არამედ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ლოზუნგებს, მაგრამ საბოლოოდ ამ ადამიანების, საზოგადოების ხარჯზე იწყობს საკუთარ კომფორტს და კეთილდღეობას „ქართული ოცნების“ აქტივი, რომელიც არა უშალოდ არჩევნების წინ, არამედ მთელი წლის განმავლობაში მუდმივად იღებს მილიონობით ფულს და 2018 წელს ეს იყო 1 მილიარდი ლარი იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მოაგროვოს საარჩევნო ხმები“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, 1 მილიარდი ლარი სრულად ეყოფოდა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივებს,მათ შორის პენსიების ზრდას, დევნილთა შემწეობას, გადასახადების შემცირებას, სამუშაო ადგილების ზრდას და ფასების სტაბილურობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა