ეკატერინე მიქაბაძე - მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის გამწევი ძალა, რომელიც ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასების მეთოდოლოგიასა და პირველად შედეგებზე იმსჯელეს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის OECD-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ETF-ის, ევროკავშირის, ასევე საქართველოს სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა.

„ეს არის საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შეფასება, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, მასში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OECD და ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. პირველი შეფასება ჩატარდა 2016 წელს, სადაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი პოზიცია დაიკავა და 12 ინდიკატორიდან შვიდში უმაღლესი შეფასება მიიღო. შესაბამისად, ამჟამად მიმდინარეობს პირველადი შედეგების განხილვა 2020 წლის ინდექსისთვის და იმედი მაქვს, მასში ასახული იქნება ის რეფორმები, რომლებიც 2016 წლის შემდეგ გატარდა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, უცხოელი ექსპერტებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურებები არსებობს და მათ მიერ ასევე ის გამოწვევები დასახელდა, რომელთა აღმოფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს.

„შეფასება საშუალებას გვაძლევს სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ჩვენი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მცირე და საშუალო ბიზნესის გარემო საქართველოში, რადგან სწორედ ეს არის გამწევი ძალა, რომელიც ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძემ შეფასებებში ჩართულ ყველა მხარეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა