საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმას განიხილავს

არასაპარლამენტო პარტიები, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და ექსპერტები საარჩევნო რეფორმას განიხილავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კონფერენცია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების დღის წესრიგშია ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წინადადებები და საარჩევნო გარემოს რეფორმასთან დაკავშირებით, ეუთო-ს რეკომენდაციები.

როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, დისკუსიის შედეგების მიხედვით მომზადდება რეკომენდაციების ერთიანი პაკეტი, რომელიც დამატებითი კონსულტაციების შემდეგ, კანონპროექტის სახით ჩამოყალიბდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა