"პსპ ჯგუფი" "ჯეო ჰოსპიტალსის" შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებას ადასტურებს

"პსპ ჯგუფი" "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს "პსპ ჯგუფში" დაადასტურეს.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში "ჯეო ჰოსპიტალსის" მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - აცხადებენ "პსპ ჯგუფში".

"ჯეო ჰოსპიტალსი" კლინიკების ქსელია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა