მანანა რატიანი სერგო რატიანს  - თქვენ მსჯელობთ საკითხებზე, რაზეც სრულფასოვანი ინფორმაცია არ გაქვთ და სტატისტიკა კი თქვენს საწინააღმდეგოდ მეტყველებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ავრცელებს, რას სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მანანა რატიანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კომპლექსური რეფორმა, რაც განათლების სისტემაში ტარდება პიროვნებაზე და თითოეული კატეგორიის მასწავლებელზეა ორიენტირებული.

„ყოველთვის მაინტერესებდა, რამდენად შეიძლება იმსჯელო იმ საკითხებზე, რაზეც სრულფასოვანი ინფორმაცია არ გაქვს, თან სტატისტიკა რომ ყველაფერ ამაზე საწინააღმდეგოს გეუბნებოდეს. საშუალოდ 75% უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი სრულ დანამატს იღებს. კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივი თანხმობა გვქონოდა ასეთ ფუნდამენტურ საკითხებში, რომელიც რეალურად ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს ცვლილებები პიროვნებაზე ორიენტირებულია, თითოეული კატეგორიის მასწავლებელზე ბევრი ვიფიქრეთ და ვიკამათეთ, რაც შეიძლება მეტს მიეღო ამ ცვლილებებით გაუმჯობესებული სამუშაო პირობები, გაუმჯობესებულიყო მასწავლებლების კეთილდღეობა“ - აცხადებს მანანა რატიანი.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა დღეს განაცხადა, რომ დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების დაახლოებით 10%-ს შეეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა