დავით ზალკალიანმა ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთახმების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით.

ხაზი გაესვა შავი ზღვის და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან სატრანზიტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის ტრანს-ატლანტიკური სატრანზიტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმის განხორციელების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტიურ მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესში, დადებითი შეფასება მიეცა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს და ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში წარმოდგენილ სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, განათლების სექტორის განვითარების სამთავრობო ხედვაზე, როგორც ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს შესაძლებლობებსა და ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს