აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც დავით გარეჯში აქცია გამართეს, აცხადებენ, რომ სადავო ტერიტორია მათ ეკუთვნით

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

აქციაზე მთავარი მოწოდება იყო, რომ დავით გარეჯის ტერიტორიის სადავო ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სოციალურ ქსელებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მოქალაქეებს სთავაზობს მსვლელობას დავით გარეჯის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია რამდენჯერმე გამართეს საქართველოს მოქალაქეებმა. სამოქალაქო აქტივისტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაციის საკითხი უმტკივნეულოდ გადაწყდება.