სანდრა რულოვსის განცხადებით, სურდა საკრებულოსთვის ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნაზე მიემართა, თუმცა დარბაზი დაატოვებინეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ სურდა ზუგდიდის საკრებულოსთვის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნასთან დაკავშირებით მიემართა, თუმცა მას საკრებულოს სხდომის დარბაზი დაატოვებინეს.

როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, ე.წ. ზონდერები მისი შეხვედრების და ღონისძიებების ჩაშლას ხშირად ცდილობენ.

„ამბობენ, „ყველანაირ მეთოდებზე უნდა გადავიდეთო“ და რას ნიშნავს?!. გატაცებაც რომ იყოს, ხალხის მოსყიდვაც რომ იყოს, ყველანაირ მეთოდებზე უნდა გადავიდნენ? ეს რას ნიშნავს - ისევ ია კერზაიას შემთხვევას და ისევ ზეწოლას?!“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს