არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მეგი კავთუაშვილი - განათლების სექტორი ძალიან დიდი ხანია ელოდება ამ რეფორმას

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით გასახორციელებელ ცვლილებებზე არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სექტორი ძალიან დიდი ხანია ელოდება ამ რეფორმას.

„განათლების სექტორი ძალიან დიდი ხანია ელოდება ამ რეფორმას. მით უფრო საინტერესოა, ეს შემოთავაზება, რომ არ ეფუძნება ძალდატანებას, მასწავლებლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ კარიერული წინსვლა და განვითრდნენ. ეს მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვილები სკოლაში იმიტომ არ დაგვყავს, რომ სადმე დრო დახარჯონ, არამედ გვინდა, რომ დრო ძალიან მიზნობრივად გაატარონ ისეთ მასწავლებლებთან, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე განათლების სტანდარტებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას და გვიხარია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა“, - განაცხადა მეგი კავთუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა