მამუკა ბახტაძე ბრიუსელში - საქართველო ტრანსფორმაციის კარგი მაგალითია, საქართველო მზადაა, კიდევ უფრო წინ გადადგას ნაბიჯები

“აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის წინ იყო ძალიან დიდი იდეა, გაბედული იდეა, მე ვიტყოდი, 10 წლის შემდეგ კიდევ გვჭირდება დიდი იდეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პერსპექტივები ევროპულია და ქვეყანა მზადაა წავიდეს წინ.

“საქართველო კარგი მაგალითია ტრანსფორმაციის. საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. ევროპული არჩევანი ჩვენი ცივილიზაციური მისწრაფებაა. ამისთვის, ჩვენ მაღალი ფასი გადავიხადეთ, მათ შორის, ეკონომიკური ფასი, პოლიტიკური ფასი. მოგეხსენებათ, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს არჩევანზე. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო წინ გადადგას ნაბიჯები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს