მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა, ამ ფორმატის შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.

„პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი, ასევე სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა და მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაიზიაროს.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა