სუდანში, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, ოთხი დემონსტრანტი და ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს სულ მცირე ოთხი დემონსტრანტი დაიღუპა, ასევე დაღუპულია ერთი სამართალდამცველი. მოსახლეობის ნაწილი სამხედრო საბჭოს შენობასთან იყო შეკრებილი, როდესაც სროლის ხმა გაისმა.

დემონსტრანტები მომხდარში სამხედროებს ადანაშაულებენ, შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯერ არ არის დადგენილი, თუ ვინ გაისროლა აქციაზე.

შეგახსენებთ, სუდანს გარდამავალი სამხედრო საბჭო მართავს მას შემდეგ, რაც გასულ თვეს პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენეს. მოსახლეობა კი სამხედრო საბჭოს მმართველობის წინააღმდეგ გამოდის და დემოკრატიულ მთავრობას ითხოვს. ისინი 6 აპრილის შემდეგ სამხედრო საბჭოს შენობასთან არიან შეკრებილები.

იხილეთ ვიდეო: სუდანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა