გია ვოლსკი - ტენდენციაა, რომ ოპოზიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას

ტენდენციაა, რომ ოპოზიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს ბიუჯეტის ფული იხარჯება იმაში, რომ სახელმწიფო გიგი წერეთელს დაუპირისპირდეს.

“საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა იმაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შემთხვევაში გიგი წერეთელს, სახელმწიფო დაუპირისპირდეს. ამაზე მეტი უცოდინრობა ვეღარ წარმომიდგენია, თუ ადამიანი ამ სფეროში ჩახედულია, მაგრამ ამ თემაზე მოსაუბრეებს, მე უცოდინარს ნამდვილად ვერ დავარქმევდი, მათ საზოგადოება ჰგონიათ უცოდინარი, რომელიც ვერ მიხვდება რაშია საქმე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დაპირისპირებული გუნდები ძირითადად არიან სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებული ამა თუ იმ მხარეზე. არჩევნები ტარდება, ჩვენ ვართ ერთი ჯგუფის წევრები და სახალხო პარტიას ვუპირისპირდებით ყველა დონეზე. თუ არ ვიტყვით პირიქით, სახალხო პარტიამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჩარევები, განცხადებები და შემოჭრები გააკეთა იმ სისტემაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო მართვა ჩვენ პირობებში. ჩვენ ვართ ამ დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენელი ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს ვისი გვარია, რა მნიშვნელობა აქვს ვისზე ვლაპარაკობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ერთი ჯგუფი არ იყოს მობილიზებული იმისათვის, რომ არჩევნებში თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რა შუაშია აქ ლობისტების ჯგუფი, ან რა რესურსი აქვს ლობისტების ჯგუფს, რომ გავლენა მოახდინოს ამ სიტუაციაზე. ყველა კარგად იცნობს ოლივერ სპენსერსაც, რომელიც გარკვეულ პოზიციას გამოხატავს, თუნდაც იმ წერილში. ესეც ძალიან საინტერესოა, როგორ იქნა ეს წერილი მოპოვებული, თავის პოზიციას გამოხატავს ადამიანის მიმართ, რომელთა დაპირისპირება წლების განმავლობაში არის ცნობილი და ნათელი. არ არის ეს თემა სახუმარო, ტენდენციაა საერთოდ, საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეთ არასწორი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისათვის” , - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი არის ადამიანი, რომელსაც თვე არ გასულა, პრემიერ-მინისტრი არ შეხვედროდა. ის ახლა საქართველში ჩამოდის.

მისივე თქმით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება აშშ-სთან დაკავშირებით.

“აშშ-სთან დაკავშირებით გადახედეთ რა ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, აშშ-ს საერთოდ არ ახსოვს და რადარებიდან გაქრა. ეს ძველი სიმღერაა, რომელსაც არ ეშვებიან. საჯაროა ისიც, რა გადაწყვეტილება მიიღო კონგრესმა საქართველოსთან მიმართებაში და ეს საკითხები უნდა გახსოვდეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა