ვანო მერაბიშვილის ადვოკატი - ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მერაბიშვილს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კითხავდნენ, აცხადებს, რომ აღნიშნული გამოკითხვა ფორმალური იყო.

როგორც ჩივიაშვილი აღნიშნავს, გამომძიებლებს მერაბიშვილისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამთ იმჟამინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარშემო.

„ჩვენი ვარაუდები გამართლდა. ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის, რომელიც საერთოდ არანაირ შინაარს არ ატარებდა. ამ პერიოდში, რაც შიგნით ვიმყოფებოდი, არცერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელზე, მინისტრზე, პრაქტიკულად, ახალი არაფერი უკითხავთ და შესაბამისად, არც არაფერი ახალი უთქვამს მერაბიშვილს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პასუხები წინა დაკითხვისას გვაქვს გაცემული. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, ეს იყო მოჩვენებითი დაკითხვა. ისინი მოჩვენებით გამოძიებას ატარებენ, თითქოს, რაღაც შეასრულეს გაცემული რეკომენდაციების შემდეგ, ვინაიდან ივნისის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტია ჩანიშნული. ეს გამოკითხვაც მხოლოდ ამას ემსახურებოდა", - აცხადებს ჩივიაშვილი.

მისივე განმარტებით, გამომძიებლებმა კითხვა იმ ორ პიროვნებასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლებმაც ის საკნიდან გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს.

"საუბარი იყო მხოლოდ იმ ორ ადამიანზე, რომლებმაც მერაბიშვილი მანქანში ჩასვეს და წაიყვანეს, შეძლებდა თუ არა, მათ ამოცნობას და რა თქმა უნდა, შეძლებს და ეს ნათქვამი აქვს მაშინაც. ვიზუალურ აღწერილობაში კონკრეტიკა მოითხოვეს - დაახლოებით, რა სიმაღლის იყვნენ და ამაზე უპასუხა. რა დოზითაც დღეს იქნა კითხვები დასმული, პასუხი გასცა. მათი გარეგნული მახასიათებლები დღესაც აღუწერა, თუ როგორ გამოიყურებოდა. რა ფერის თმები ჰქონდათ, არც მაშინ გვითქვამს და ვერც დღეს იტყოდა. ცალსახად დაუდასტურდა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია. ასევე, დახასიათების ნაწილზე ჰკითხეს, რატომ არ დაახასიათეო. ვანომ უთხრა, დაესვათ მაშინ კითხვა, რომ ეს უნდა დაახასიათო და დავახასიათებდიო. დღეს მკითხეთ და დაგიხასიათეთო", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა