სურსათის ეროვნული სააგენტო - „გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბებში ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა არ  გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყვიის შემცველობაზე, „გალინკა ბლანკას“ პროდუქცია შეამოწმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტებმა, ლაბორატორიული კვლევისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს სხვადასხვა დასახელებისა და პარტიის მშრალი ბულიონი - „გალინა ბლანკას“ 15 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა. კვლევის შედეგებით, კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბიზნესოპერატორმა (შპს „არგო“) სხვადასხვა ლაბორატორიაში გამოიკვლია „გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბების ნიმუშები, სადაც, ასევე, ტყვიის შემცველობა ზღვარს არ აღემატებოდა.

„გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა. http://nfa.gov.ge/ge/sursatis-uvnebloba/monitoringi/dokumentebis-shemowmeba “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია