მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მოვლენებზე - არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მონაპოვარს - დემოკრატიის მაღალ ხარისხს

არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს პრემიერი წინასაარჩევნო გარემოს, ბახტაძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდი დემოკრატიულ არჩევნებს უზრუნველყოფს და კანონდამრღვევები მკაცრად დაისჯებიან.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ამასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიის მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვიღაც დაარღვევს კანონს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს