არჩილ თალაკვაძე - რაც ჩამოთვალა სააკაშვილმა, რომ თითქოს ივანიშვილმა მიისაკუთრა, ღიმილის მომგვრელია

„ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე“ - მედიისადმი ეს შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა იმის საჩვენებლად, მიისაკუთრა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის, რასაც მას მიხეილ სააკაშვილი აბრალებს.

„აქ არის მედია და მე მინდა მათ პირდაპირ მივმართო - რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, ჰაიდელბერგ ცემენტი, გალერია თბილისი, სასათბურე კორპორაციები და სხვა, ჩამონათვალი იყო იქ, რაც ღიმილის მომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა გააკეთეს - სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ერიდება რეალობის დამახინჯებას.

„ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაფუთვას და დამახინჯებას, თავიანთი ცოდვებისა და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან - ალბათ, ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ. მე გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა