პლენარულ სხდომაზე, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა განიხილეს, უმრავლესობის მხრიდან პოზიცია არც ერთ დეპუტატს არ გამოუხატავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა განიხილეს, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის მხრიდან პოზიცია არც ერთ დეპუტატს არ გამოუხატავს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნის მომხრეა. კომისიის შექმნის საკითხის მიმართ ასევე მხარდაჭერა გამოხატა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სიტყვით უმრავლესობის არც ერთი წევრი არ გამოსულა.

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით და შესაბამისი დადგენილების პროექტით პარლამენტს ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა