დავით ზალკალიანი დავით გარეჯის თემაზე - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება

დღეს უკვე ჩემი მოადგილე, სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ხვდება აზერბაიჯანულ მხარეს, ეს არის პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებს შორის, ეს არ არის კომისიის შეხვედრა. მე იმედი მაქვს რომ ის კონსტრუქციულად ჩატარდება, ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას,- ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბაქოში ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები საკითხის წამოწევის დღიდან, მუდმივ კოორდინაციასა და კომუნიკაციაში იმყოფებიან. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს თემის ირგვლივ ემოციური ქმედებებისგან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა ცალკეულმა მხარეებმა არ გამოიყენონ.

„არ შეიძლება, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, აქ დამარცხებული იქნება საქართველო, დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, იხეირებს ის ძალა, რომელსაც ძალიან სურს, რომ გააღვივოს მწვავე ურთიერთობა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება“, -აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს