შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვსწავლობთ ყველა ინციდენტს, სადაც შესაძლოა, არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მცირედი ნიშნებიც კი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ნიკოლოზ დიასამიძის განცხადებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საქმე აღძრულია და ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი.

როგორც ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, ამიტომ ის მოქალაქეებს კანონით დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ჩვენ ვსწავლობთ ყველა ინციდენტს, სადაც შესაძლოა არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მცირედი ნიშნებიც კი.

ჩვენ მიერ დაწყებულია გამოძიება 2 სისხლის სამართლის საქმეზე: პირველი, ეს არის, მიმდინარე წლის 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და მისი ოჯახის წევრები მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით.

რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთ-ერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით. გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი.

აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

აქვე დავამატებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს - დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს