პაპუა ახალ გვინეაში, სადაც დღეს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ამერიკის ეროვნული სამმართველო მოსალოდნელი ცუნამის შესახებ იუწყება.
ცუნამის საშიშორება კუნძულ ახალი ბრიტანეთის რაიონშია მოსალოდნელი.
მათი ინფორმაციით, ცუნამის ტალღები მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის რადიუსშია მოსალოდნელი.