გიორგი ქობულიას მოსმენა პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გაიმართება, რომელიც პირდაპირი ტრანსლირებისთვის  საჭირო აპარატურით აღჭურვილი არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენა პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გაიმართება, რომელიც ამ ეტაპზე, პარლამენტის სხვა დარბაზებისგან განსხვავებით, პირდაპირი ტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი არ არის. შესაბამისად, შეხვედრა პირდაპირი ეთერით ვერც პარლამენტის ვებ-გვერდიდან გადაიცემა.

თავდაპირველად ითქვა, რომ შეხვედრა კინოდარბაზში შედგებოდა, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა, საბოლოოდ, შეხვედრის ადგილად შარტავას სახელობის დარბაზი შეთანხმდა. მან აქვე აღნიშნა, რომ გადაღებისა და “ფეისბუქ ლაივის“ განხორციელების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს ექნება.

ქობულია პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მოწვევით მიდის. ყოფილ მინისტრთან შეხვედრა 15 მაისს, 13:00 საათზეა დანიშნული.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო