პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფშის „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ სახელმწიფო უწყებების მოსმენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობას იკვლევს, დღეს სახელმწიფო უწყებების მეორე ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისნიტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა სამინისტროების სხვა წარმომადგენლებთან ერთად წარმოადგინეს ინფორმაციები ამ მიმართულებით გაწეული საქმინაობის შესახებ. მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ პროგრამებზე,სადაც ხდება ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

ყურადღება გაამახვილეს ამ პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე და მათი მოგვარების გზებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მოსმენების დროს გამოვკვეთოთ ის ხედვა, რომელიც ამ სტრუქტურებს ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა გაძლიერების კუთხით აქვთ. ამასთანავე ყველა ის საკითხი, რომელიც სხვა წინამორბედი მოსმენებიდან წამოიჭრა, მათთან ერთად განვიხილოთ და მივიღოთ ინფორმაცია. ეს არის ერთი დიდი პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს დასკვნების შემუშავებას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებელმა ნინო წილოსანმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ირინა ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღევანდელი მოსმენით დასრულდა ერთი ეტაპი, რის შემდეგაც თემატური მოკვლევის ჯგუფი ექსპერტებთან ერთად სათანადო და ეფექტურ რეკომენდაციებს შეიმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა