აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ჩვენი მოლოდინია, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მალე დასრულდება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანული მხრიდან კი, ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი ესწრებოდა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მომავალ კვირას, სახელმწიფო კომისიების მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსიები საზღვრის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არ არის შეთანხმებული.

„როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში განისაზღვრა. ორივე ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ სახელმწიფო კომისიები ჩამოყალიბდა. ამ დრომდე კომისიების 11 შეხვედრა ჩატარდა. ამ პროცესის ფარგლებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის 480 კმ ნაწილის დელიმიტაციის შესახებ. ამ დროისთვის მუშაობა ექსპერტების დონეზე მიმდინარეობს დანარჩენი 166 კმ მონაკვეთის შესახებ.

ამ წლის აღდგომის ღამეს, საქართველოს სასაზღვრო დაცვამ საზღვარზე იმ მომლოცველების გადასვლის პროცესის ხელის შეწყობის შესახებ განაცხადა, რომლებსაც აზერბაიჯანის კეშიკჩიდაღის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიზიტი სურდათ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთან ახლო კავშირები არსებობს, ეს მომართვა აზერბაიჯანმა პოზიტიურად განიხილა. შემდეგ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა ამ რეჟიმის გახანგრძლივება მომდევნო კვირისთვის. აზერბაიჯანული მხარე ამ მოთხოვნასაც გაგებით შეხვდა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების მნიშვნელაბას უახლოეს დროში.

ჩვენი მოლოდინია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მალე დასრულდება“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ჩვენი მოლოდინია, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მალე დასრულდება - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა