ბოსნიაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ბოსნიაში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. დედაქალაქ სარაევოდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრში მდებარე სოფელ ვრელაში წყლის დონემ ქუჩებში ნახევარ მეტრს მიაღწია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია მათ არ ახსოვთ. კიდევ ერთ ქალაქ ჟეპჩეში კი მაშველები 6 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, დაიხრჩო. ბოსნიის მეზობელ ქვეყნებში უკვე მიიღეს უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან უხვი ნალექი ბოსნიის მეზობელ ქვეყნებშიცაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რეგიონში ბოლოს მსგავსი მასშტაბის სტიქია 2014 წელს დაფიქსირდა. მაშინ ძლიერ წყალდიდობას ბოსნიასა და სერბეთში ათობით ადამიანი შეეწირა. რამდენიმე სოფელი და ქალაქი კი გარე სამყაროს მოწყდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა