ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმ ადვოკატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიმართავს, მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში იმისთვის, რომ ადვოკატურამ თავისი წვლილი შეიტანოს უზენაესი სასამართლოს მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის იურისტებით დაკომპლექტების საქმეში.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება.

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების ირგვლივ განვითარებულ პროცესებში, რაც გამოიხატებოდა აღნიშნულ საკითხზე არაერთი საჯარო განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებით, საკონონმდებლო პროცესში მონაწილეობითა თუ ადვოკატთა საერთო კრების რეზოლუციის მიღებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციისთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა და წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მხოლოდ მაღალი პროფესიული რეპუტაციისა და პიროვნული სიმტკიცის მქონე იურისტების გამწესება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საჭიროა, რომ საკონკურსო პროცესი ეფუძნებოდეს ორ უმთავრეს პრინციპს: პროცესი უნდა იყოს ღია იურიდიული პროფესიის ყველა წარმომადგენლისთვის და უნდა იყოს მაქსიალურად გამჭირვალე. იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული მიზნების რეალური განხორციელება, საჭიროა რაც შეიძლება მეტმა კვალიფიციურმა, კეთილსინდისიერმა და მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა.

ამიტომ, ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, რათა ადვოკატურამ თავისი წვლილი შეიტანოს უზენაესი სასამართლოს მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის იურისტებით დაკომპლექტების საქმეში“, - წერს დავით ასათიანი „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განცხადების მიღება დაიწყო. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა