გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში მივა

დღეს, პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა.

ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება. ყოფილი მინისტრის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაცია უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ მიაწოდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას წერილი გავუგზავნეთ და პარლამენტში, ღია ფორმატში მოსვლა შევთავაზეთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება დღეს, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, კობერიძემ პარლამეტის აპარატის უფროსს გივი მიქანაძეს მიმართა, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეხვედრა უზრუნველყოს ისე, “როგორც ეს პარლამენტს შეეფერება“.

“გავცვლით მოსაზრებებს ყოფილ ეკონომიკის მინისტრთან და დავინახავთ, რა ხედვები ჰქონდა მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა