ვლადიმერ პუტინი და მაიკ პომპეო სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ.

ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს ხედავს. შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ისიც, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვენესუელაში არსებული კრისიზული სიტუაცია იყო. პომპეომ განაცხადა, რომ დროა, ნიკოლას მადურომ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და ის მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტოს მადუროს მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინი და მაიკ პომპეო ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო