სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ სამწლიანი გარდამავალი მმართველობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

სუდანის სამხედრო საბჭო აცხადებს, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას ოპოზიციასთან სამწლიანი გარდამავალი მმართველობის შესახებ. ამ დროის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება ხელისუფლების სამხედრო საბჭოდან სამოქალაქო მთავრობის ხელში გადაცემა.

გარდა ამისა, გარდამავალი სამხედრო საბჭოს წევრები საკანონმდებლო ორგანოში ადგილების 2/3-ს დაიკავებენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტი ომარ ალ ბაშირი გადააყენეს, სუდანს უკვე ერთი თვეა სამხედრო საბჭო მართავს. მანამდე და მას შემდეგაც ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოსახლეობა დემოკრატიულ მთავრობას ითხოვს. პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები აქციაზე, რა დროსაც გავრცელებული ცნობით, გუშინ 6 ადამიანი დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს