არასამთავრობოს წარმომადგენელი - დავინახე განათლების მინისტრის გულწრფელი სურვილი, რომ აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდეს სამოქალაქო სექტორთან, რაც მისასალმებელია

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა შეფასებით, მიმდინარე განათლების რეფორმა უდავოდ დადებით ცვლილებებს მოიტანს, რაც განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი თაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე ნიუანსი გამოიკვეთა, მათ შორის მინისტრის გულწრფელი სურვილი, რომ აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდეს სამოქალაქო სექტორთან ტაქტიკური ნაბიჯების დონეზეც, რაც მისასალმებელია.

„შეხვედრის ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ სკოლაში და მასწავლებლის პროფესიაში აუცილებელია ცვლილებები და ახალი სისხლი; დავინახე მინისტრის გულწრფელი სურვილი, რომ აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდეს სამოქალაქო სექტორთან ტაქტიკური ნაბიჯების დონეზეც, რაც მისასალმებელია; საუბარი შეეხო არამარტო მასწავლებლების კომპეტენციას და პროფესიულ განვითარებას, არამედ სკოლის დამოუკიდებლობის გაზრდას, სკოლის სტრუქტურის დახვეწას, სამეურვეო საბჭოების განვითარებას, დირექტორის სტანდარტის გადამუშავებას და ა.შ. თითოეულ მიმართულებაზე მუშაობა და კომპლექსური მიდგომა, ვფიქრობ, შედეგს მოიტანს.

მთავარია ის, რომ მშობლების ჩართულობის გარეშე ასეთი რეფორმების განხორციელება შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ერთ და ორ წელიწადში მივაღწიოთ შედეგს, თუმცა მთელი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ამაში ერთად, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რომ ეს პროცესი განუხრელად გაგრძელდეს, რეფორმის ძირითადი პრინციპები დარჩეს უცვლელი, შეიძინოს მდგრადობა და არ იყოს დამოკიდებული პერსონების და მმართველი პარტიების ცვლაზე“ - აცხადებს მახარაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს