ტერეზა მეი „ბრექსითთან“ დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტს 3 ივნისს წარუდგენს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსითთან“ დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტს 3 ივნისს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ „ბრექსითის“ შესახებ შეთანხმება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე სამჯერ უარყო. ამასთანავე, 14 მაისს ტერეზა მეი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, ჯერემი კორბინს შეხვდა, რა დროსაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტი „ბრექსითის“ შეთანხმებას მეოთხედ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 2016 წელს გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა